#სახლისკენ - „თავისუფლების ამბები“ ზუმით
#სახლისკენ - „თავისუფლების ამბები“ ზუმით

კრიტიკული აზროვნების სკოლა იწყებს საჯარო ლექციების ციკლს ზუმის ფორმატში „თავისუფლების ამბები“; პირველი საჯარო ლექციის თემაა „როგორ სახელმწიფოში ვიქნები მაქსიმალურად თავისუფალი“, რომლის ფარგლებშიც სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძე ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის სახელმწიფო: ლეგიტიმური ძალადობის ინსტიტუტი თუ ინდივიდების თანაცხოვრების მარეგულირებელი? შეიძლება თუ არა სახელმწიფომ შექმნას თავისუფლების პირობები, თუ ეს პირობები მასთან ინდივიდის მუდმივი ბრძოლით მოიპოვება? შეიძლება თუ არა მკვეთრი ხაზი გავავლოთ მოძალადე და თავისუფლების პირობების შემქმნელ სახელმწიფოს შორის და ვთქვათ, რის შემდეგ იწყება ძალადობა და მთავრდება თავისუფლების პირობების დაცვა? საჯარო ლექციები ზუმის ფორმატში გაიმართება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს.

  • https://us02web.zoom.us/j/81360342489?fbclid=IwAR0-XmtNrlWjv7oN8Q__0kVPOsR1uqhx6SSo15rE4tKfkrLZcAK5N_xIsdY#success

სტუმრები – კრიტიკული აზროვნების სკოლის დამფუძნებელი, პროექტის ორგანიზატორი, ფსიქოლოგი ნინი ჭაჭია და ილიაუნისა და GIPA-ს ლექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი, მკვლევარი თინათინ ქავთარაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი