#სახლისკენ - სუხიშვილები და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“  უპოვართა დასახმარებლად გაერთიანდნენ
#სახლისკენ - სუხიშვილები და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უპოვართა დასახმარებლად გაერთიანდნენ

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდირე საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაშია და ბევრ მათგანს საკვების თანხაც კი არ გააჩნია. წმინდა მიქაელმთავარანგელოზის სახელობის ტაძართან გახსნილია უფასო სასადილო, რომელიც მხოლოდ კერძო შემოწირულობებით არსებობს და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ყოველდღიურად ცხელი სადილით უმასპინძლდება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“, რომელთანაც ერთადაც თანხის შეგროვების მიზნით, ქართული ეროვნული ბალეტი – სუხიშვილები აწყობს საქველმოქმედო კონცერტს. კონცერტი ხვალ, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ჩვენს მიერ ნახსენებ სასადილოს. აღნიშნულ თემაზე გადაცემაში “სახლისკენ” ისაუბრეს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ და ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა

  

 

დატოვე კომენტარი