- საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ გაჩენილი აპოლიტიკური, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ინდივიდუალური თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანების ჩამოყალიბების იდეიდან საზოგადოებაში პატრიოტული განწყობის ამაღლების, სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ცოდნის ამაღლების და სამხედრო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების პოპულარიზაციის მოძრაობად იქცა; „აისი“ ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს რამდენიმე თვიან კურსებს, რომლებიც აერთიანებს საბაზისო სამხედრო და სალაშქრო თემატიკის კომპონენტებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და საველე სწავლებებს. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვით სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, სწავლებები და კონსულტაციები.
სტუმარი – საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ ინსტრუქტორი დავით წიკლაური
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
