#სახლისკენ – საზაფხულო ბანაკი ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის

20:16, 19.07.2022
-0:00
  • აგვისტო-სექტემბერში ბათუმი უმასპინძლებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს X-XII კლასების მოსწავლეებისთვის. ბანაკის მიზანია STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) დარგების პოპულარიზაცია მოსწავლეებში. მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიის არჩევაში. იმის შესახებ, როგორ მოხდება ბანაკის მონაწილეების შერჩევა, რას ისწავლიან და რაში დაეხმარებათ მონაწილეებს სამომავლოდ იქ მიღებული ცოდნა, საუბრობენ
სტუმრები – სალომე ნაფეტვარიძე, GITA • Tech Park – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსინოვაციების განვითარების მენეჯერი და ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ. მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი