#სახლისკენ - სატირულ-იუმორისტული ხერხები და გარდაქმნის პერიოდის ენობრივი პრობლემატიკა
#სახლისკენ - სატირულ-იუმორისტული ხერხები და გარდაქმნის პერიოდის ენობრივი პრობლემატიკა

სატირისა და იუმორის ცალკეული ნიმუშები ძველ ქართულ მწერლობაშიც მოიპოვება, თუმცა სხვადასხვა მოვლენისადმი სატირულ-იუმორისტულმა დამოკიდებულებამ საქართველოში განსაკუთრებით თავი იჩინა XIX საუკუნის 60-იან წლებში, პირველ რიგში – ჟურნალისტიკაში.

მართალია, ამ ჟანრის ჟურნალ-გაზეთებს მეფის რუსეთის პირობებში ხშირად გამოსვლისთანავე „აპატიმრებდნენ“, მაგრამ მიუხედავად ამ გამუდმებული რეპრესიებისა, ქართველი საზოგადო მოღვაწეები მაინც ახერხებდნენ ახალ-ახალი გამოცემების რაოდენობის გაზრდას.

მომდევნო პერიოდში – 1932 წლიდან გამომავალ – „ნიანგს“ უკეე საბჭოთა ცენზურა აკონტროლებდა. ვითარება XX ს-ის 80-იანი წლების დასასრულს შეიცვალა – როცა ე.წ. გარდაქმნა დაიწყო და ცენზურა შერბილდა, სატირისა და იუმორის ჟანრში საკუთარი აზრის უფრო თავისუფლად გამოხატვის საშუალება გაჩნდა.

როგორია „გარდაქმნის“ პერიოდის ენობრივი პრობლემატიკის გამოხატვის სატირულ-იუმორისტული ხერხები?

სტუმარი: ნინო მარკოზია – ფილოლოგიის დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: