#სახლისკენ - საქსტატი - 103
#სახლისკენ - საქსტატი - 103

25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა.

ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება – 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება.

1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ ხალხის აღწერას. ჩვენს დრომდე მოღწეულია XVII-XVIII საუკუნეების დავთრები, აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობებით.

1918 წლის 15 ნოემბერს მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, 1919 წლის 25 ივლისს კი დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი.

როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ და როგორია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დღევანდელი დღე?

სატელეფონო ჩართვა: პაატა შავიშვილი – სტატიტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: