#სახლისკენ - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება
#სახლისკენ - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება – საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი წესით სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1919 წლის თებერვალში აირჩია. კრების პირველი სხდომა კი თბილისში, დამფუძნებელი კრების სასახლის დარბაზში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში), 1919 წლის 12 მარტს, 12:10 საათზე გაიხსნა. ისტორიის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ ისაუბრეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ნუგზარ მგალობლიშვილმა და ჯემალ გამახარიამ.