#სახლისკენ - საქართველოს პირველი არხი და კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
#სახლისკენ - საქართველოს პირველი არხი და კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
  • 25 ნოემბერს მსოფლიოში აღინიშნება ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე, რომელსაც სპეციალური 16 დღიანი კამპანია ეძღვნება, საქართველოს პირველი არხი კი კამპანიაში საგანგებო ღონისძიებებით ჩაერთვება: 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა სპეციალურად ამ დღისთვის წითლად განათდება; ეთერში განთავსდება კამპანიისთვის შექმნილი ვიდეორგოლი, რომელიც ხაზს უსვამს, საზოგადოებისთვის ადამიანის უფლებების, თანასწორობის და ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას; პირველი არხის ყველა პლატფორმაზე (ტელევიზია, რადიო, ონლაინ პორტალი) გადაცემები და პროექტები მიეძღვნება ძალადობასთან დაკავშირებულ თემატიკას; ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას მრავალი მიმართულებით, მათ შორის, გენდერულად სტერეოტიპულ პროფესიებში ქალების დასაქმების წახალისებას, ამ მიზნით ორგანიზაციის ბაზაზე ვიდეოოპერატორის სტაჟირების პროგრამაში გოგონების მონაწილეობას; გენდერული ბალანსის დასაცავად, საქართველოს პირველი არხი BBC-სთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „50/50“-ზე, რომელიც გულისხმობს რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე მონაცემთა შეგროვების, გაზომვის, დამუშავებისა და შემდგომ დაგეგმვის საშუალებით მიზნად ისახავს დროთა განმავლობაში მაუწყებლის კონტენტში გენდერული ბალანსის საუკეთესო შესაძლო მაჩვენებლის მიღწევას.

სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: