#სახლისკენ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1918-1921 წლებში
#სახლისკენ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1918-1921 წლებში
  •  რას ემსახურება მწერალთა სახლის პროექტი „სამოქალაქო ერთობის ძიებაში, დისკუსიების ციკლი თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება; დისკუსიების ციკლის პირველი თემაა: მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი საქართველოს წლებში, როგორ დახვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობას, რა პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას ეკლესიის მიმართ და რა პროცესები განვითარდა ეკლესიაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ. დისკუსიაში, რომელიც 29 ოქტომბერს 18:30 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება, მონაწილეობენ: სერგო ვარდოსანიძე (ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი), ქეთევან რჩეულიშვილი (სოციოლოგი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი) მოდერატორი: დავით ჯიშკარიანი (ისტორიკოსი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი);

სტუმარი – ნატა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: