#სახლისკენ - სამხატვრო აკადემია - 100
#სახლისკენ - სამხატვრო აკადემია - 100

2022 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისთვის საიუბილეო თარიღია: 1922 წლის 8 მარტს დაარსდა, იმავე წლის 14 მაისს კი აკადემიის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე პირველი რექტორი – ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებელი გიორგი ჩუბინაშვილი აირჩიეს.

როგორი იყო აკადემიის მიერ განვლილი საუკუნე, როგორ ინარჩუნებდა არნახული იდეოლოგიური წნეხის პირობებში შემოქმედებით, ან პიროვნულ თავისუფლებას და რატომ არის უფრო რთული სრული თავისუფლების პირობებში თანამედროვე მხატვრებისთვის საკუთარი თავის, ან თვითგამოხატვის გზების ძიება?

როგორ ეხმარება ამაში სტუდენტებს სამხატვრო აკადემია და როგორია მისი სამომავლო განვითარების ხედვები?

სტუმარი – გია გუგუშვილი, აკადემიის რექტორი, პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: