#სახლისკენ - საკუთარი თავის ძიებაში გადალახული ოკეანე და სხვა გადასალახი დაბრკოლებები
როგორ აღმოჩნდა ბულგარეთში სულ სხვა სფეროში განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდა აშშ-ში და როგორ დაიწყო სწავლა Lee Strasberg Theatre&Film Institute-ში, რომლის კურსდამთავრებული არაერთი ცნობილი და პოპულარული მსახიობია? რა როლის შესრულება შეუძლია სოციალურ მედიას დამწყები მსახიობისა და სცენარისტის წარმატებაში? რატომ არის სასარგებლო ახალგაზრდა არტისტისთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, იმის მიუხედავად, რომ უცნობია, რა სირთულეებს გადაეყრები მის გარეთ და როგორ უნდა აიცილო თავიდან სტაგნაცია, რომელიც, შესაძლოა, კომფორტულია, მაგრამ არაფრის მომტანი? რა მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი და შემოქმედებითი პროდუქტის სწორ მარკეტინგს? BIPOLAR – წიგნი, რომელშიც მუსიკის ნაცვლად ხუთი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სცენარი და ავტორისეული ფილოსოფიური ანალიზია შესული AMAZON-ზე იყიდება და რომელიც ახალგაზრდა ხელოვანის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.
სტუმარი – სცენარისტი და მსახიობი არჩილ გუგბერიძე (სატელეფონო ჩართვა ნიუ იორკიდან)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
