#სახლისკენ  - საკრებულომ თბილისის გენერალური გეგმა დაამტკიცა
#სახლისკენ - საკრებულომ თბილისის გენერალური გეგმა დაამტკიცა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა. 3-წლიანი მუშაობის შემდეგ საკრებულომ ის საბოლოოდ განიხილა და 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა. ამიერიდან ის იქნება თბილისის მთავარი დოკუმენტი, რომელიც მომავალი 10 წლის მანძილზე დედაქალაქის განვითარებას განსაზღვრავს. ქალაქის ახალ გენგეგმაზე და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე გადაცემაში „სახლისკენ“, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა მამუკა სალუქვაძემ ისაუბრა.