#სახლისკენ - როკ მუსიკოსი თავისი ტრეკის ძიებაში
#სახლისკენ - როკ მუსიკოსი თავისი ტრეკის ძიებაში

თეატრალურის სტუდენტის პარალელური მუსიკალური ცხოვრება და პირველი ნაბიჯების როკის სამყაროში;

რადიო-ტელევიზიისა და ინტერნეტის გავლენა როკ მუსიკოსის პოპულარობაზე;

„ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ და ჯგუფ String!-ის დაშლისთანავე დაწყებული ახალი პროექტი სახელწოდებით THE JETBIRD და სახლის პირობებში ჩაწერილი კომპოზიცია Devil;

გერმანიაში აღმოჩენილი როკაურა და ახლებურად გადაწყობილი ძველი გიტარა, რომლის დახმარებითაც ღამის კლუბიდან გამოყოლილი რიტმი კიდევ ერთ კომპოზიციად გარდაიქმნა;

კოვიდ პანდემიის პერიოდის შემოქმედებითი ძიება და „კურდღლის სოროში“ მოულოდნელი ნახტომით ინტერნეტში აღმოჩენილი ახალი შესაძლებლობები როკ მუსიკოსისათვის.

სტუმარი – დავით ლომიძე, მუსიკოსი, მსახიობი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: