#სახლისკენ - რეზიდენცია ვიზუალური არტისტებისთვის
#სახლისკენ - რეზიდენცია ვიზუალური არტისტებისთვის

ციფრული კომუნიკაციის ეპოქაში ხშირია მისი შესაძლებლობების არასასურველი გამოყენების მაგალითები, შედეგად იქმნება სიტუაცია, როდესაც ხელოვნური, გამოგონილი რეალობების ფონზე, სინამდვილე, შესაძლოა, ყველაზე მეტად გამოგონილი აღმოჩნდეს.
რეზიდენციისთვის მხატვრების შესარჩევი ღია კონკურსის სახელწოდებაა „გამოგონილი სინამდვილე“ და ის ფოკუსირებულია კონკურსანტი ხელოვანების მიერ ფიზიკური სამყაროს კვლევაზე, როდესაც მხატვრის ნამუშევარში კრიტიკულად აისახება ჩვეული სინამდვილის ესა თუ ის გამოვლინება, აღწერილია მისი დაფარული მხარეები, ან შემოთავაზებულია რეალობის მხატვრულ-იმაგინაციური ალტერნატივა. საკონკურსო მედიებია: ნახატი, ფოტოგრაფია, ვიდეო და მონაწილეობა შეუძლია ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების მხატვარს (გარდა სტუდენტებისა), რომელიც არის საქართველოს მოქალაქე; პროექტის ხანგრძლივობაა ერთი თვე: 1-31 ივლისი; რეზიდენტის სტიპენდია შეადგენს 1500 ლარს და მოიცავს რეზიდენციაში მუშაობის ჰონორარს, ასევე ნამუშევრის საწარმოებელ თანხებს. პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ნაჩვენები იქნება თბილისის ისტორიის მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გამოფენაზე, რომელიც 2021 წლის 4 სექტემბერს გაიხსნება და 11 სექტემბრამდე გასტანს. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
სტუმარი – მაგდა გურული, პროექტის კურატორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: