#სახლისკენ - რამდენიმე ეგზემპლარი ბავშვობის წიგნების თაროდან
#სახლისკენ - რამდენიმე ეგზემპლარი ბავშვობის წიგნების თაროდან

მეხსიერების ლაბირინთებში ნაპოვნი ბავშვობისას პირველად წაკითხული, ან ვერწაკითხული წიგნები და საბჭოთა იდეოლოგიური ტექსტები, რომლებიც წაუკითხავი დარჩა; შავ-თეთრ ილუსტრაციებიანი კარიკატურების კრებული ლენინის მსგავსი თეთრწვერა ღმერთის გამოსახულებით და კეთილი ათეისტური კარიკატურებით, რომელიც სამყაროს შექმნის ისტორიას გვიამბობს; წითურკიკინებიანი განსაკუთრებული გოგოს თავგადასავალი და მრავალჯერ გადაკითხული ცალკეული, ძალიან სახალისო ეპიზოდები წიგნიდან; დავიწყებული ლესები საბავშვო კრებულიდან, მათი კითხვისგან მიღებული დაუვიწყარი ემოციები და საბავშვო პოეზიის ხიბლი, რომელიც არასდროს ცვდება; შემთხვევით ხელში ჩავარდნილი ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები, რომლბიც თანაგანცდის გრძნობას იწვევს; 21-ე საუკუნის ბავშვების საყვარელი თანამედროვე საკითხავი და მათი მშობლების პატარაობის დაუვიწყარი წიგნები, რომლებიც მხატვრულ ტექსტებთან ურთიერთობის გარდა ძალდატანების გარეშე, თავისთავად ავითარებს გამართულად მეტყველების ჩვევას;

სტუმარი: დავით პაიჭაძე, საქართველოს რადიოს ჟურნალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: