#სახლისკენ - რა, სად და როდის წაკითხულის გახსენება
#სახლისკენ - რა, სად და როდის წაკითხულის გახსენება

სკოლაში წასვლამდე ნასწავლი კითხვა და დამოუკიდებლად არჩეული საკითხავი; „არასაბავშვო“ წიგნის გაცემაზე ბიბლიოთეკარისგან მიღებული უარი და ხშირი კითხვისგან გაცვეთილი „სახურავის ბინადარი კარლსონი; დიუმა, ჟიულ ვერნი, მაინ რიდი და ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ შეძენილი სხვა სათავგადასავლო ლიტერატურა; ედგარ პოს მოთხრობებით გამოწვეული შიში და სხვადასხვა წიგნის წაკითხვის შემდეგ მეგობართან ერთად „გათამაშებულ-მოდელირებული“ ტექსტში მოთხრობილი ამბები; ნაადრევად წაკითხული „დონ კიხოტი“ და შესაფერის დროს წაკითხვის მიუხედავად დაწუნებული ბალზაკი; მოსაწყენი „მობი დიკი“, გატაცებით წაკითხული რაინდული თავგადასავლები „არტურის სიკვდილიდან“ და გამოტოვებული ბუნების აღწერის ეპიზოდები; შვილისთვის საკუთარი გემოვნებით შეთავაზებული საკითხავი, ახალი თაობის ლიტერატურული „პრიორიტეტები“ და წიგნის ალტერნატივა მშობლების და შვილების თაობებისათვის; „სავალდებულოდ წასაკითხი“ წიგნების სია, რომელიც არც ისე სავალდებულოა და წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წაიკითხავს;

სტუმარი – გიორგი ბაქრაძე, ეკონომისტი, ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: