#სახლისკენ - რა გავლენას ახდენს მოზარდზე სილამაზის კონკურსებში მონაწილეობის მიღება
#სახლისკენ - რა გავლენას ახდენს მოზარდზე სილამაზის კონკურსებში მონაწილეობის მიღება

ბავშვთა სილამაზის კონკურსად ითვლება ღონისძიებები, რომლებშიც 16 წელზე ახალგაზრდა პირები იღებენ მონაწილეობას. სამოდელო სააგენტოები საქართველოშიც ხშირად აცხადებენ საბავშვო სილამაზის კონკურსებს. მსგავსი ტიპის ღონისძიებების მსოფლიოში უამრავი კრიტიკოსი ჰყავს და ეს უმიზეზოდ არ ხდება. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პროვოცირება, კვების ჩვევების დარღვევა, სილამაზის სტანდარტების ადრეული ასაკიდან დამკვიდრება, ფსიქოლოგიური სტრესი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებსაც კონკურსები იწვევს. აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „სახლისკენ“ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა, ანა არგანაშვილმა ისაუბრა.