#სახლისკენ – ქიმია „ზურგჩანთაში“, ანუ სკოლა, რომელიც მუდამ თქვენს გვერდითაა
„ზურგჩანთა“ ონლაინ სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს, ასევე ქიმიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ქიმიის ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ რეგულარულად, კვირაში ორსაათიანი გაკვეთილები zoom-ის პლატფორმით მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდება, იმუშავებს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელშიც მოსწავლეები დაეუფლებიან ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადების ამოცანების ამოხსნის ტექნიკას და შეისწავლიან შესაბამის თეორიულ მასალას.
სტუმარი: ელიზბარ ელიზბარაშვილი, ქიმიკოსი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

