#სახლისკენ - ქართველი კლასიკოსებიდან თანამედროვე მწერლებამდე. ერთ წიგნად შეკრული სატრფიალო ლირიკა
#სახლისკენ - ქართველი კლასიკოსებიდან თანამედროვე მწერლებამდე. ერთ წიგნად შეკრული სატრფიალო ლირიკა

ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები სიყვარულზე ერთ წიგნად გაერთიანდა და „მიყვარხარ“ დაერქვა. მასში შესულია 100-ზე მეტი ავტორი და ხალხური სატრფიალო პოეზია – რას წერენ ძველი და თანამედროვე ავტორები სიყვარულზე. გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, ლადო ასათიანი, ვახტანგ ჯავახაძე, რატი ამაღლობელი, ბესიკ ხარანაული, ტიციან ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ანა კალანდაძე, გიორგი კეკელიძე, სალომე ბენიძე, თამარ შაიშმელაშვილი ქეთევან შენგელია თუ დიანა ამფიმიადი – ეს იმ ავტორების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედებაც ამ კრებულში გაერთიანდა. ახალი წიგნის შესახებ გადაცემაში “სახლისკენ” ისაუბრეს კრებულის შემდგენელმა მანანა ჯანელიძემ და პოეტებმა თამარ შაიშმელაშვილმა და ქეთი შენგელიამ

სტუმრები: მანანა ჯანელიძე, თამარ შაიშმელაშვილი,ქეთი შენგელია

  

დატოვე კომენტარი