#სახლისკენ - ქართველი ფერმერების ბოლო პერიოდის მთავარი გამოწვევა
#სახლისკენ - ქართველი ფერმერების ბოლო პერიოდის მთავარი გამოწვევა

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართველი ფერმერების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა იქცა. მწერის ეს სახეობა საქართველოში, სავარაუდოდ, აზიის ქვეყენებიდან მოხვდა. პირველი შემთხვევა საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. ფერმერები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში უპირატესად თხილის მოყვანით იყვნენ დაკავებულნი, მოსავლის სრულ განადგურებაზე საუბრობდნენ და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ. თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ ფერმერებს არ აწუხებთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რეკომენდაცია, როგორ უნდა დაიცვათ სახლი აზიური ფაროსანასგან. აგრეთვე, 2017 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ 700 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. 2016-2017 წლებში ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების თანამშრომლობით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგს და ქიმიურ ღონისძიებებს.

სტუმარი: ნიკა მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი

  

დატოვე კომენტარი