#სახლისკენ - „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია“ – თამარ მახარობლიძის წიგნის პრეზენტაცია
#სახლისკენ - „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია“ – თამარ მახარობლიძის წიგნის პრეზენტაცია

ახლახანს გაიმართა თამარ მახარობლიძის წიგნის – „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია“ პრეზენტაცია. ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. ეს არის ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგიის პირველი სრულყოფილი კვლევა, რომელშიც წარმოდგენილია ზმნის კატეგორიები როგორც სამეტყველო ქართულ ენასთან მიმართებით, ასევე ზოგად ტიპოლოგიურ ჭრილში. თემის დეტალებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ავტორმა, პროფესორმა თამარ მახარობლიძემ ისაუბრა.