#სახლისკენ - პროფესიული განათლება
#სახლისკენ - პროფესიული განათლება

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები წარადგინა. კერძოდ, ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება. შედეგად კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები ანუ ისინი, ვისაც მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული, პროფესიის დაუფლების პარალელურად შეძლებენ, რომ გაიარონ სასკოლო საგნები და პროფესიული განათლების დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ. რეფორმის ამ ნაწილის ამოქმედება 2019 წლის მაისიდან იგეგმება.

სტუმარი:  მარიკა ზაქარეიშვილი –  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსი.