#სახლისკენ - პოდკასტი შენთვის შექმნილ აუდიოსივრცეში
#სახლისკენ - პოდკასტი შენთვის შექმნილ აუდიოსივრცეში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი და საქართველოს რადიოს ახალი პლატფორმა „შენი აუდიოსივრცე“ მსოფლიო რადიობაზარზე არსებული ტენდენციებისა და EBU-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა და ვებპლატფორმაზე 1tvpodcast.ge უკვე ხელმისაწვდომია. ეს არის რეკლამისგან თავისუფალი უსაფრთხო მედია. ახალგაზრდა აუდიტორია უპირატესობას სწორედ პოდკასტს ანიჭებს. საქართველოს რადიოს მიერ მომზადებული პოდკასტები სწორედ ამ აუდიტორიის მოზიდვასა და დაინტერესებას ისახავს მიზნად.

სტუმარი – საქართველოს რადიოს გენერალური პროდიუსერი გიორგი ბერიძე (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: