პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი, რეჟისორი პიერ პაოლო პაზოლინი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „მე ვაჩვენებ ფეოდალურ სამყაროს, სადაც ეროსი განსაკუთრებული სიღრმით, სიშმაგითა და ბედნიერებით განიცდება; სადაც ყველა ადამიანს, თვით ყველაზე მდაბიოს ჩათვლით საკუთარი ღირსების შეგრძნება გააჩნია. მე ვაცოცხლებ ამ სამყაროს და გეუბნებით, გიყვებით, გახსენებთ, თუ როგორი იყო ეს სამყარო“.
მისი კინო წინასწარმეტყველებით სავსე მისივე ბიოგრაფიაა – თვით რეჟისორის უცნაური აღსასრულისაც კი; თითოეული კადრის ქვეშ კი მრავალფენიანი ქვეტექსტი იკითხება, რაც კიდევ უფრო იდუმალს ხდის მის გენიალურ შემოქმედებას.
სტუმარი: გიორგი რაზმაძე, კინომცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
