#სახლისკენ - ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო
#სახლისკენ - ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი ყველაზე ძველი მუზეუმია გურიის შვიდ მუზეუმს შორის. ჯერ კიდევ 1924 წლის აპრილში, გურიაში ჩასულმა აკაკი შანიძემ და შალვა ამირანაშვილმა აღწერეს გურიის სხვადასხვა სოფელში გაბნეული ნივთები, რომელთა ძირითად ნაწილს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია-მონასტრებიდან გატანილი სიძველეები წარმოადგენდა. აკაკი შანიძის ინიციატივით, ოზურგეთში დაარსდა გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმი, მოგვიანებით კი შეიქმნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელსაც 2001 წელს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი ეწოდა. ამჟამად დაწყებულია მისი რეაბილიტაცია. თემის დეტალებზე ოზურგეთიდან ტელეფონით ისაუბრა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა – გოგა ტრაპაიძემ.