#სახლისკენ - ნიკო ლორთქიფანიძე - ხელახლა წასაკითხი მწერალი
#სახლისკენ - ნიკო ლორთქიფანიძე - ხელახლა წასაკითხი მწერალი

1880 წლის 29 სექტემბერს დაიბადა ნიკო ლორთქიფანიძე. მისი რიტმული, ემოციური, საოცრად დამუხტული ტექსტები სავსეა ტკივილით, მძაფრი განცდებით, მწარე ირონიით… სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გასაბჭოებული სამშობლოს ხვედრით შეწუხებული მწერალი ჩუმად, უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ თავს არიდებდა – ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი… ნიკო ლორთქიფანიძის პროზა ყველა დროში გამორჩეული და აქტუალურია.

სატელეფონო ჩართვა: მაია ჯალიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: