#სახლისკენ - მოსკოვის კონსერვატორიის ორგანის ფრანგულ-ბათუმური ფესვები
#სახლისკენ - მოსკოვის კონსერვატორიის ორგანის ფრანგულ-ბათუმური ფესვები
  • ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დაარსების პერიპეტიები XIX-XX საუკუნეების ქალაქის სოციალურ-კულტურული ცხოვრების კონტექსტში და გასაბჭოების შედეგად მისი გადაკეთება-განადგურების ისტორია; მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგი ოსტატი არისტიდ კავაიე-კოლი, რომლის ფირმამაც დაამზადა ორგანი ბათუმის ტაძარისთვის და საბჭოთა წლებში ჯერ არქივად, მოგვიანებით კი მაღალი ძაბვის ლაბორატორიად გადაკეთებული ტაძარი, რომელშიც თენგიზ აბულაძის „მონანიების“ ეპიზოდებია გადაღებული; გასული საუკუნის 70-80 იან წლებში რესტავრაციის საბაბით ნაწილებად დაშალილი ტულუზელი ოსტატის ქმნილება და საბჭოთა კულტურის ბიუროკრატების „დამსახურებით“ თითქოს უკვალოდ გამქრალი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც აღდგენითი სამუშაოების შემდეგ მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზის ორგანის რესტავრაციისთვის გამოიყენეს;

სტუმარი – ქეთევან გოგოლაძე, ემერიტუს პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოსი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: