#სახლისკენ -„მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!“- ჯეკ ლონდონი
#სახლისკენ -„მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!“- ჯეკ ლონდონი

12 იანვარს დაიბადა ამერიკელი მწერალი ჯეკ ლონდონი. აღიარება მას მოგვიანებით ეწვია, მანამდე კი რა არ გამოსცადა-უმუშევრობა, იმედგაცრუება, მოხეტიალე მაწანწალად ყოფნა, მცირე ხნით ციხეც კი იწვნია. ჯეკ ლონდონი 1896 წელს სოციალისტურ პარტიაში შევიდა და პოლიტიკური ეკონომიის, ფილოსოფიისა და პოლიტიკის შესწავლას შეუდგა. ის კვლავ ოცნებობდა მწერალობაზე, თუმცა ამ საქმეში თავი ხელმოცარულად ჩათვალა და ალასკაზე წავიდა ოქროსმაძიებლად. საბოლოოდ მან მაინც მიაღწია მიზანს, რადგან ჯეკ ლონდონისთვის „შემოქმედებითი სიხარული უკეთილშობილესი სიხარული იყო დედამიწაზე“.

სატელეფონო ჩართვა: თემურ კობახიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: