#სახლისკენ - მართვის მოწმობა ახალი წესებით
#სახლისკენ - მართვის მოწმობა ახალი წესებით

2022 წლის 25 აპრილიდიან მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოუწევთ;

ცვლილების თანახმად, მომავალი გაზაფხულიდან ეს სავალდებულო იქნება მხოლოდ „ბ“ კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებისთვის, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან ყველა კატეგორიის მძღოლებისთვის სავალდებულო გახდება მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება;

კანონპროექტის მიხედვით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი იქნება: პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე;

ასევე სავალდებულო გახდება მოპედების რეგისტრაცია და მათი მფლობელებისთვის მართვის მოწმობის ქონა.

სატელეფონო ჩართვა – იმედა მაკასარაშვილი, შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: