#სახლისკენ - მამის დღე წელს საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება
#სახლისკენ - მამის დღე წელს საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება.

ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდასა და მათ ცხოვრებაში მამების მონაწილეობა, თანასწორი მშობლობა და პარტნიორობა.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის თბილისში, „მზიურის“ პარკში მამებისა და შვილებისთვის გასართობ-ინტელექტუალური თამაში „მამაენა“, რომელიც განძის ძიების მეთოდოლოგიაზეა აგებული.

სტუმარი – მირიან ჯუღელი, კამპანია „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: