#სახლისკენ - მამები სკოლაში მიდიან
#სახლისკენ - მამები სკოლაში მიდიან

როცა მამები აქტიურად მონაწილეობენ შვილების ცხოვრებაში, ბავშვები გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, აქვთ შედარებით მაღალი აკადემიური მიღწევები, უკეთესი შემეცნებითი და სოციალური უნარები.

იმისათვის, რათა მომლოდინე და ახალბედა მამები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთ შვილებსა და პარტნიორებზე ზრუნვაში, შეიქმნა მამების სკოლა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს 8 გაკვეთილიან პროგრამაში, გაიგოს მეტი ორსული პარტნიორის თუ ბავშვის მოვლის, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, კონტრაცეფციის და სხვა საკითხების შესახებ. მამების სკოლა ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
სტუმრები – ეთუნა ნოღაიდელი, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ოფიცერი და გიორგი ლიპარიშვილი, მამების სკოლის ფასილიტატორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: