#სახლისკენ - კონკურსი ყველაზე მედიაწიგნიერი 2021
#სახლისკენ - კონკურსი ყველაზე მედიაწიგნიერი 2021

როგორ გავარღვიოთ საინფორმაციო ბუშტი, ვიპოვოთ სანდო მედია და გადავამოწმოთ ინფორმაცია? ვინ დგას საზიანო ინფორმაციის უკან – ვინ ადგენს მედიის დღის წესრიგს? ჰიბრიდული ომი და უცხო ქვეყნის ინფორმაციული ოპერაციები;
კრიტიკული აზროვნება ქართულ ან მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში – ეს არის კითხვები და თემები, რომლებზე პასუხის გაცემასა და ბლოგების, ან ვლოგების მომზადებას მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს; კონკურსი გამოავლენს საუკეთესო შედეგის მქონე სამ ნამუშევარს, რომლებსაც სპეციალური ჟიური შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს: თემის ცოდნა
პრობლემის საილუსტრაციოდ მოყვანილი მაგალითების რელევანტურობა, ასევე
შემოქმედებითობა და ბლოგის შემთხვევაში წერის სტილი; კონკურსის მიზნებსა და მასში მონაწილეობის პირობებზე დაინტერესებული მსმენელისთვის ისაუბრებს სტუმარი – მედიის განვითარების ფონდის (MDF) კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ახალკაცი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: