#სახლისკენ - კონფლიქტის წყარო: 1922 წლის 20 აპრილს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ შეიქმნა
#სახლისკენ - კონფლიქტის წყარო: 1922 წლის 20 აპრილს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ შეიქმნა

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში (1918-1921) ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენდა, რაც ისტორიულად ყოველთვის ასეც იყო – მათ შორის მეფის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის დროსაც. პარალელურად, რუსეთის მთავრობა მუდმივად აქეზებდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ მისწრაფებებს. (1920 წლის მაისში მომხდარ ერთ-ერთ ძლიერ შეტაკებას სარდალი ვალიკო ჯუღელი მემუარულ ნაშრომში – „მძიმე ჯვარი“ აღწერს).

სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით – „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“, რის გამოც 1990 წლის 10 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ოლქის სტატუსი გააუქმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რეგიონის მთელ ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო არმია აკონტროლებს. რადგანაც ოლქის არსებობა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებოდა, მიიჩნევა, რომ 1922 წელს მისი შექმნა თანამედროვე კონფლიქტის წყაროს წარმოადგენს.

სტუმარი: გიორგი ვერულაშვილი – ისტორიკოსი, კავკასიოლოგი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი