#სახლისკენ - „კომლი“ - მრავალფუნქციური სივრცე მრავალმხრივი განვითარებისათვის
#სახლისკენ - „კომლი“ - მრავალფუნქციური სივრცე მრავალმხრივი განვითარებისათვის

„კომლი“ არის ახალი სათემო სივრცე კასპში, რომელიც ცდილობს გარემოზე და ადამიანებზე ზრუნვა ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვის ფოკუსში მოაქციოს, საკუთარი საქმიანობით ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად მათი ცოდნა გაანთავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს, მოაწყოს მათთვის თანაშექმნის სივრცე, მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, სადაც სტუმრები იზიარებენ „თემთან ერთად“ პრინციპს, რაც გულისხმობს მათი საქმიანობისა და აღმოჩენების შესახებ ცოდნის ადგილობრივი თემის წევრებისთვის გაზიარებას და გაცნობას.
ამ იდეებზე დაყრდნობით, თანაშექმნის სივრცე ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევარებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცე გამოიყენოს: შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის და დასვენებისთვის.
სტუმარი – „კომლის“ დამფუძნებელი, რეგიონული ტურიზმის კრეატიული განვითარების პროგრამის კოორდინატორი თეო დალაქიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: