#სახლისკენ - კომიქსების მაგია
#სახლისკენ - კომიქსების მაგია

კომიქსის, როგორც ჟანრის დაბადება და კომიქსების ავტორი, რომელიც ფსევდონიმს „აფარებდა თავს“ იმის გამო, რომ თანამედროვეების თვალში საკუთარი თავი არ დაეკნინებინა; სწორ დროს და სწორ ადგილზე (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) გამოჩენილი პერსონაჟი – კაპიტანი ამერიკა და მეორე მსოფლიო ომის დროს დაწყებული კომიქსების ბუმი; ცნობილი კომიქსების პერსონაჟების პოპულარობის, მათი საყოველთაო სიყვარულის საიდუმლო და ტრადიციული კომიქსის ტრანსფორმაცია გრაფიკულ ნოველად, როგორც მაღალი დონის, მრავალფეროვან, ან სერიოზული თემატიკის ლიტერატურის ნიმუშად, რომელსაც საყოველთაოდ აღიარებული ავტორები ქმნიან; თანამედროვე გრაფიკული ნოველები, როგორც, გარკვეულწილად, ახალი ინფორმაციის მიღების წყარო და სკითხავი, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს განსჯისკენ უბიძგებს; უმნიშვნელო პერსონაჟების გაელვება პოპულარულ კომიქსებში, როგორც ახალი, წარმატებული კომიქსური სიუჟეტის გამოჩენის შესაძლებლობა და ჟანრის განვითარების პერსპექტივები.

სტუმარი – პირველი არხის გადაცემის „ახალი დღე“ წამყვანი, სანდრო რაჩკოვსკი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: