#სახლისკენ - კადრები მოგონებებიდან ბავშვობის წიგნებზე
#სახლისკენ - კადრები მოგონებებიდან ბავშვობის წიგნებზე
  • ცირკის თეთრი დათვის ბელის სევდიანი ისტორია და მაინ რიდის, ჯეკ ლონდონის, ჯონატან სვიფტის გმირებთან ერთად განცდილი თავგადასავლები; კითხვა, როგორც ტანატოლებთან კონფლიქტის მეხამრიდი და „ტკბილად“ მოსაგონებელი რიგში დგომა გამოწერილი წიგნების მაღაზიაში; ტაბუდადებული წიგნები და მოულოდნელი აღმოჩენები აკრძალვის მუღამით წაკითხულ ემილ ზოლას ნაწარმოებებში; მკითხველური სნობიზმის წყალობით ნაადრევად წაკითხული „ულისე“ და სხვა ნაკლებად გასაგები ლიტერატურა; ჰენრი მილერის, ნაბოკოვის, სხვა ავტორების თამამი, გულწრფელი, გახსნილი ტექსტებითა და მათემატიკის გაკვეთილებზე ლიტერატურის შესახებ საუბრებით ჩამოყალიბებული ლიტერატურული გემოვნება; მე-7 კლასში დაწერილი დეტექტიური რომანის წყალობით თანატოლებში მოპოვებული აღიარება, სოფლის ძველი სახლის სარდაფში წაკითხული მარკესის მოთხრობები და ოთარ ჭილაძის მიერ ტელეფონით ნათქვამი საქებარი სიტყვები „კონტრაბანდისტების“ შესახებ.

სტუმარი – რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი ბესო სოლომონაშვილი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: