#სახლისკენ - ინტერნეტსივრცე პანდემიისას
#სახლისკენ - ინტერნეტსივრცე პანდემიისას
  • ინტერნეტმმართველობის ფორუმი: დღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2020) გაიხსნა. წელს განსაკუთრებული ყურადღება COVID-19 – ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს ეთმობა, ფორუმი ონლაინ-ფორმატში ტარდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა დისტანციური სწავლების საკითხია. მოისმენთ, თუ რა ვითარება და პრობლემები იკვეთება საქართველოში ამ კუთხით;
  •  ინტერნეტი და არასრულწლოვნები: შეიტყობთ ციფრული მოქალაქეობის ექსპერტის მოსაზრებებს არასრულწლოვანი მომხმარებლების მიერ ინტერნეტის არასათანადო გამოყენებით მოსალოდნელ საფრთხეებზე, პანდემიის პერიოდის ზეგავლენით არსებულ ახალ რისკებზე და მოისმენთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება;
  •  ინტერნეტი და კიბერუსაფრთხოება: გაიგებთ, თუ როგორ უნდა ხდებოდეს კიბერსივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორია საზოგადოების განათლება ამ კუთხით და რატომ არის აუცილებელი მისი ცნობიერების ამაღლება არსებული გამოწვევების დასაძლევად; ფსიქოლოგების აღლუმი: მუსიკა კარგი განწყობისთვის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: