#სახლისკენ - ინფორმაცია,რომელიც გვჭირდება
#სახლისკენ - ინფორმაცია,რომელიც გვჭირდება

1. FM ნავიგატორი – რატომ გადაწყვიტეს Facebook-მა და Google-მა ერთმანეთის დახმარება და როგორ იმოქმედებენ ეს კომპანიები იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მთავრობა მორიგ ჯერზე დაადანაშაულებენ მათ მხრიდან ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში? რამდენად რეალურია სმარტფონის ეკრანისთვის ისეთი პოლიმერული მასალის შექმნა, რომელიც თვითაღდგენის უნარით იქნება აღჭურვილი და რა ფუნქციას შეასრულებს სელის ზეთი ტექნოლოგიურ „სასწაულში“, რომელზეც კორეელი მეცნიერები მუშაობენ? როდიდან გახდება ხელმისაწვდომი სრულად თვითმართვადი ავტომობილი, რომლის შექმნაზეც კომპანია ტესლა მუშაობს და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება თვითმართვადი ავტომანქანა, რომელზე მუშაობაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა 6 წლის წინ დაიწყო? რამდენიმე სახალისო და ჭკუისასწავლებელი ამბავი კრეატიული და მოტივირებული თინეიჯერების ცხოვრებიდან.

2. პირისპირ მოყოლილი ისტორიები – ისტორიული პროცესების უშუალო მონაწილეებისა და თვითმხილველების მეხსიერებას შემორჩენილი სიმართლე საბჭოთა ტოტალიტარზიმის შესახებ – ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციით დაწყებული კომუნისტური რეჟიმის დაცემამდე; “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერ შეგროვილი და წიგნად გამოცემული ბოლშვიკური ტერორისა და რეპრესიების მსხვერპლთა ზეპირი ისტორიები;

3. „თამაშის“ ახალი წესები საქმიანი ადამიანებისათვის – რა ცვლილებებს გამოიწვევს შრომის კოდექსის ახალი რეგულაციები დამსაქმებელ ორგანიზაციებსა და დაქირავებულ თანამშრომლებს შორის შრომით ხელშეკრულებაში, შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში? როდიდან ამოქმედდება ახალი შრომის კოდექსი?

4. მუსიკალური კალენდარი – გიამბობთ ცნობილი კომპოზიტორების უცნაურ ახირებებზე, ფობიებზე და არაორდინალურ აღქმაზე: რომელი ცნობილი კომპოზიტორი მიირთმევდა მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ თეთრ საკვებს? დოდეკაფონიური (12-ტონიანი) მეთოდის ავტორი, რომელსაც რიცხვი 13-ის პანიკურად ეშინოდა და სწორედ 13-ში გარდაიცვალა? ვინ იყო არტისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მუსიკალურ ნოტებს ფერებში ხედავდა?

5. აღმოაჩინე ამერიკა – აშშ-ში მიმდინარე მოვლენები თორნიკე ბერიშვილის რუბრიკაში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი