#სახლისკენ - ჰენრიკ ჰრინევსკი - ქაშუეთის კანკელის მხატვრობის ავტორი
#სახლისკენ - ჰენრიკ ჰრინევსკი - ქაშუეთის კანკელის მხატვრობის ავტორი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში გაიმართება ჰენრიკ ჰრინევსკის (1869-1938) გამოფენა და მის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია. ჰენრიკ ჰრინევსკი – საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელია თანამედროვე ქართულ მხატვრობაში. გადაცემის სტუმარმა, წიგნის ავტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველმა – ეკა კიკნაძემ მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: