#სახლისკენ – ეთნოფესტი 2022 და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები კალენდარზე I 11.10.2022

20:43, 11.10.2022
-0:00

1) ლუჩანო პავაროტის დაბადების დღე და სხვა ამბები მუსიკალურ კალენდარში

მსოფლიოს მუსიკალურ ინდუსტრიაში სხვადასხვა წლების 11 ოქტომბერს მომხდარი დასამახსოვრებელი ამბები;

დღევანდელი დღის იუბილარი – სახელგანთქმული ტენორი, ლუჩანო პავაროტი და მისი პოპულარობის საიდუმლო.

სატელეფონო ჩართვა: ლიკა ხორბალაძე – საქართველოს რადიოს გადაცემის „კლასიკა ყველასთვის“ ავტორი და წამყვანი

 

2) ეთნოფესტი 2022

ეთნოფესტი, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში კულტურასა და შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან პლატფორმას, აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებს, ასევე ბიზნეს შეხვედრებს და მიზნად ისახავს მხატვრული რეწვის და დიზაინის სფეროში ჩართული ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაცია-ხელშეწყობას.

სტუმარი: მაკა დვალიშვილი – ეთნოფესტის ორგანიზატორი

 

3) მსოფლიოს პოპულარული ადამიანები სხვადასხვა რაკურსით

წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები და ხმაურიანი განცხადებები, რომლებიც კარდინალურად ცვლიან ილონ მასკის რეპუტაციას საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში;

ქანიე ვესტის სახელთან დაკავშირებული სკანდალები სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში.

სტუმარი: ნინო იმერლიშვილი – ჟურნალისტი, ბლოგერი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

 

მსგავსი