#სახლისკენ – ძველი პროფესიების ახალი სიცოცხლე
- ფერები, რომელსაც ბუნება გვჩუქნის: მოისმენთ, თუ ბუნებრივი საღებავების წარმოების რა ტრადიციები არსებობს ფშავში, როგორ ხდება საღებავი ბალახების შეგროვება, ღებვა და რატომ არის აუცილებელი ამ ტრადიციის შენარჩუნება;
- ხეზე კვეთის ნატიფი ხელოვნება: გაიცნობთ ხეზე კვეთის თვითნასწავლ ოსტატს, რომლის ძირითადი ინსპირაციის წყაროა ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურა და ტრადიციული ორნამენტები;
- პროფესია-მჭედელი: შეიტყობთ, თუ ვისგან შეისწავლა ახალციხელმა იარაღის მჭედელმა სამჭედლო საქმე, რა ტექნიკას იყენებს იარაღის დამზადებისას და რატომ იქცა მისი შთაგონების წყაროდ ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულების უძველესი მოტივები.
- აფიშა: კულტურის სიახლეები თამარ დადიანიძესთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

