#სახლისკენ - დეტექტივის ხიბლი I 31.10.2022
#სახლისკენ - დეტექტივის ხიბლი I 31.10.2022

1) მალე – კონკურსი „წლის დეტექტივი 2023“

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ყოველწლიურად ატარებს ლიტერატურულ კონკურსს დეტექტიური ჟანრის ორიგინალური ნაწარმოების გამოსავლენად.

კონკურსის მიზანი საქართველოში ამ ჟანრის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა.

სტუმარი: მამუკა ხანთაძე – წიგნის მკვლევარი, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ლიტერატურული კონკურსის „წლის დეტექტივი“ ხელმძღვანელი

 

2) ჟურნალისტური გამოძიება

ჟურნალისტური გამოძიების, როგორც ჟანრის პოპულარობა გასაკვირი არ არის, რადგან საზოგადოებას აინტერესებს კრიმინალური ისტორიები.

ჟურნალისტი-გამომძიებელი სიმართლის დადგენისას რთული და საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე დგას.

სტუმარი: ლია ტოკლიკიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ერთ-ერთი ავტორი.

 

3) არტურ კონან დოილის ცხოვრება და შემოქმედება

დეტექტივმა, როგორც ჟანრმა, კლასიკური სახე არტურ კონან დოილის მოთხრობებში მიიღო.

სტუმარი: დავით ცარიელაშვილი – ლიტერატურათმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

 

4) თამარ დადიანიძის რუბრიკა – „არტნიუსი

თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: