#სახლისკენ - დეპორტირებული მესხების ეთნიკური იდენტობის პრობლემა
#სახლისკენ - დეპორტირებული მესხების ეთნიკური იდენტობის პრობლემა

საქართველოდან დეპორტირებული და ქვეყანაში დაბრუნებული მესხების ინტეგრაციის საკითხი წლებია, რაც აქტუალობას ინარჩუნებს.

მათი ნაწილი დღემდე ერთგვარად იზოლირებულია ქვეყნის დომინანტური საზოგადოებისგან, ინარჩუნებს სოციალურ და კულტურულ საზღვრებს, ენას და იდენტობის განსხვავებულ ფორმებს.

დღეს ვსაუბრობთ დეპორტირებული მესხების ისტორიასა და მათი ტრაგიკული ხვედრიდან გამომდინარე მიღებულ ტრავმაზე, ადგილობრივ და დეპორტირებულ მესხებს შორის არსებულ კულტურულ საზღვრებზე, იმ ძირითად ფაქტორებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ეთნიკური იდენტობის ფორმირების, შენარჩუნებისა და ცვლილების პროცესისთვის.

სტუმარი: მანანა წერეთელი – საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: