#სახლისკენ - „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“
#სახლისკენ - „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“

საქართველოს პირველმა არხმა, უარი განაცხადა აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე.. ბოლო სამ თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა. ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მიმართავს საქართველოს მთავრობას ყურად იღოს არსებული რეალობა და გაააქტიუროს რეგულაციები რეკლამირების საკითხში…. ასევე იფიქროს რეაბილიტაციის ცენტრის შექმნაზე, რომელიც იზრუნებს მსგავსი დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდებზე. გადაცემას „სახლისკენ“ ეწვია აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: