#სახლისკენ - დათო ევგენიძის ბავშვობის წიგნები
#სახლისკენ - დათო ევგენიძის ბავშვობის წიგნები
  • ბებიის წყალობით შეყვარებული კითხვა, უფროსებისგან მალვით წაკითხული წიგნები და „ინასტრანკაში“ აღმოჩენილი „თამაში ჭვავის ყანაში“; „სამი მუშკეტერის“ საყვარელი პერსონაჟები და მოგვიანებით დ’არტანიანიდან ათოსისკენ გადახრილი სიმპათია; ადრეული შეხვედრა ფოლკნერთან, ზრდასრულობამდე გამოყოლილი გაუგებრობის ემოცია „ულისესგან“ და შეუფერებელ ასაკში წაკითხულ ტექსტებთან მოგვიანებით დაბრუნებისას მიღებული შთაბეჭდილებები; ავტორები, რომლების წაუკითხავადაც საკუთარი თავის წარმოდგენა შეუძლებელია და წიგნის წაკითხვით გამოწვეული ემოცია, რომელსაც ვერაფერი შეცვლის; ლიტერატურული ტექსტები და მათი ეკრანიზაცია; დიდი მწერლების ენა, როგორც მუსიკა და სპექტაკლებისთვის, ან ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა; იმპროვიზებული მუსიკალური თანხლებით აჟღერებული გალაკტიონის პოეზია, პირველი არხის საიუბილეო პროექტი და „მუსიკის თორმეტი მოციქულის“ ფესტივალი.

სტუმარი – მუსიკოსი დათო ევგენიძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: