#სახლისკენ - დასაქმება, განათლება და სხვა საჭირბოროტო თემები I 01.11.2022
#სახლისკენ - დასაქმება, განათლება და სხვა საჭირბოროტო თემები I 01.11.2022

1) FM ნავიგატორი მუსიკალური ფინალით

ტექნოლოგიური და სამეცნიერო სიახლეები;

ჯგუფ Loudspeakers-ის ახალი სიმღერა და გეგმები

სატელეფონო ჩართვა: ლევან ლაუდაძე – Loudspeakers-ის ვოკალისტი

 

2) როგორ მიმდინარეობს დასაქმების პროგრამა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები შეიქმნა.

ვისთვის არის ეს პროექტი, ვინ უნდა იყვნენ ბენეფიციარები, რა არის პროექტის მიზანი და როგორია მისი მიზნობრივი აუდიტორია?

სტუმარი: მარიამ იობიძე – პროექტის მენეჯერი

 

3) საქართველო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმოხილვაში 

რას ნიშნავს ადამიანური კაპიტალი და რამდენად ეფექტიანად ხერხდება ამ ეტაპისთვის შესაძლებლობების გამოყენება?

მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმოხილვის რომელი მონაცემებია საგანგაშო და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ადამიანური კაპიტალის დანაკარგების არსებულმა დონემ სამომავლოდ?

რას აჩვენებს მსოფლიო ბანკის სხვადასხვა წლების მიმოხილვის შედარება საქართველოში ადამიანური კაპიტალის მდგომარეობის თვალსაზრისით და როგორი იცვლება განათლების ხარისხი, ან ხელმისაწვდომობა?

რა არის არსებული მდგომარეობის ძირითადი მიზეზები, რა რეკომენდაციებს იძლევა მსოფლიო ბანკის მიმოხილვა და საკმარისად სიღრმისეულია თუ არა ეს რეკომენდაციები ვითარების გამოსასწორებლად?

სტუმარი: გიორგი გახელაძე – განათლების მკვლევარი, ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი.

 

4) კულტინფო ნინო იმერლიშვილთან ერთად

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, რიანა მუსიკალურ სცენაზე დაბრუნდა.

თანამედროვე პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის სიმღერა კინოფილმ „შავი პანტერას“ ახალ ნაწილში გაჟღერდა.

ტვიტერი ილონ მასკის მფლობელობაშია. რას შეცვლის მასკი კომპანიაში და როგორი იქნება თანამედროვე ეპოქის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელი უახლოეს მომავალში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: