#სახლისკენ - ჩერნობილის კატასტროფის გაკვეთილები
#სახლისკენ - ჩერნობილის კატასტროფის გაკვეთილები

ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის მოსალოდნელი შედეგები იმდროინდელი ვარაუდებით და კატასტროფის მასშტაბების შეფასება დღევანდელი გადასახედიდან;

შვედი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გაზრდილი რადიაციული ფონი, საბჭოთა რეჟიმის საინფრმაციო პოლიტიკის გავლენა ატომური სადგურის ავარიის შედეგებზე და დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფოებრივი მიდგომის თავისებურებები;

ჩერნობილის მე-4 რეაქტორის ავარიის მიუხედავად ატომური სადგურის დანარჩენ რეაქტორების ჩვეულებრივად გაგრძელებული ფუნქციონირება და სარკოფაგის მშენებლობისთვის მოწვეული უცხოელი სპეციალისტები და 20 წლის შემდეგ დასრულებული ჩერნობილის ატომური სადგურის სრული კონსერვაცია;

ატომური კატასტროფის ზონის შესახებ გავრცელებული ლეგენდები, HBO-ს ცნობილი სერიალით ინსპირირებული და უკრაინელების მიერ ათვისებული გაუკაცრიელებული ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი;

ჩერნობილის აკრძალული ზონა, როგორც ლაბორატორია ღია ცის ქვეშ მეცნიერებისათვის ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად, განსხვავებული ვერსიები იმ ექსერიმენტის შესახებ, რომელმაც ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე ავარია გამოიწვია, მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი უსაფრთხოების ნორმები ატომური ენერგიის წარმოებისას ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის გათვალისწინებით და საერთაშორისო ექსპერტების კითხვები რუსეთში დღემდე ძველი სტანდარტით მომუშავე ატომური სადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

სტუმარი – მიხეილ ჭაბუკაშვილი, პირველი არხის სამეცნიერო ჟურნალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: