#სახლისკენ - ჩარლზ დიკენსი: სარკაზმის მაგისტრი და ეპოქის მხატვარი
#სახლისკენ - ჩარლზ დიკენსი: სარკაზმის მაგისტრი და ეპოქის მხატვარი

7 თებერვალს დაიბადა გენიალური ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი. მისი რომანები ვიქტორიანული ეპოქის საზოგადოებისა და ცხოვრების რეალისტურ სურათს ქმნის.

ვის არ შეხვდებით ამ წიგნებში – მოსამართლეებს, ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, სნობებს, მდიდრებს, ღარიბებს.. დიკენსის ნაწარმოებებში მოყვასის მიმართ სისასტიკეს სიყვარული და თავგანწირვა უპირისპირდება, ტრაგიზმს-იუმორი;

ეს დინამიური, ზოგჯერ გროტესკული თხრობა ლონდონის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, სარკაზმით და იუმორით სავსე ტექსტები პიკვიკის კლუბში გროგის, პუნშის და ბრენდის მწრუპავი ჯენტლმენების ფსიქოლოგიას გვაცნობს.. მთავარი კი დიკენსის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა და ის მარადიული ხიბლია, რაც ასე ახლობელია მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის.

სატელეფონო ჩართვა: თემურ კობახიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: