#სახლისკენ -  „ბუნების კარი“, ბავშვები, იუბილე და სხვა პროექტები
#სახლისკენ - „ბუნების კარი“, ბავშვები, იუბილე და სხვა პროექტები

როგორ შეაფასა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აკაკი წერეთელმა? რითია გადაცემის სტუმრისთვის ძვირფასი პაპიდისგან დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული „ბუნების კარის“ საიუბილეო გამოცემა; იაკობის „ბუნების კარი“ თანამედროვე ბავშვების თვალით – მწერალთა სახლის საიუბილეო პროექტი ბავშვებისათვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხელით შეექმნათ 3D ხელნაკეთი წიგნები როგორც „ბუნების კარის“ თემატიკაზე, ასევე მათ მიერ ამ წიგნისთვის მოფიქრებულ ამბებზე; როგორ მიმდინარეობს მწერალთა სახლის მიერ საბავშვო მწერლებისთვის გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, რომელიც წელს მეოთხედ გაიცემა? რაზე მეტყველებს ის, რომ საკონკურსო წიგნებში თარგმნილი ლიტერატურა ჭარბობს და ილუსტრაციასაც გაცილებით დიდი ადგილი უკავია? როდის და ვისი ინიციატივით დაარსდა ქართული საბავშვო წიგნის დღე, რომელიც 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება? როგორ იქცა პროექტი „ბავშვები მწერალთა სახლში“ დისტანციურ პროექტად „მწერალთა სახლი ბავშვებთან“? რა პროექტებს გეგმავს მწერალთა სახლი ბავშვებისთვის სამომავლოდ?

სტუმარი: საბავშვო მწერალი და მწერალთა სახლის ადგილობრივი პროექტების კურატორი – ვასო გულეური.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: