#სახლისკენ - ბუკინისტიკის სათავეებთან და ახალგაზრდა ქართველი ბუკინისტის ისტორია
#სახლისკენ - ბუკინისტიკის სათავეებთან და ახალგაზრდა ქართველი ბუკინისტის ისტორია

ბუკინისტური ჯიხურები უკვე ასწლეულებია, პარიზში, ლუვრისა და ნოტრ-დამის სიახლოვეს, სენის ორივე სანაპიროზეა განლაგებული. ისინი აუცილებლად მწვანე ფერისაა და მათი გარეგნული იერსახე, ზომების ჩათვლით, თვით საფრანგეთის პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის მიერ 1993 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ბრძანებით რეგულირდება. 1991 წელს UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად აღიარა, თვითონ სიტყვა „ბუკინისტი“ კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოშობის ისტორიაზე დღემდე ვერ თანხმდებიან, ფრანგულ აკადემიურ ლექსიკონში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში შეიტანეს.

სტუმარი – ბუკინისტი სალომე დავითულიანი გიამბობთ, როგორ გახდა ბუკინისტი, რა არის მისთვის ეს საქმიანობა, ჰობი თუ კომერცია; როგორ ეძებენ წიგნებს ბუკინისტები; რა პერსპექტივა აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ ინტერნეტსამყაროში მეორად წიგნებს და შეინარჩუნებენ თუ არა მათ მიმართ ინტერესს იშვიათი გამოცემების მოყვარულები.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: